„ყველა მგზავრი სასტუმროში იქნება დაბინავებული“ - ქუთაისის აეროპორტი განცხადებას ავრცელებს

"აბუ-დაბი - ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო," - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს

მათივე ცნობით, ამის მიზეზი დასავლეთ საქართველოში არსებული დიდთოვლობა და უამინდობა, ასევე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ცუდი ხილვადობა გახდა.

„მოგვიანებით კი, ცარიელი ბორტი ქუთაისის აეროპორტში დაჯდა და რეისს დღეს, 18:00-ზე შეასრულებს. აღნიშნული რეისის ყველა მგზავრი სასტუმროში იქნება დაბინავებული.

„ქუთაისში გზებზე გართულებული გადაადგილების გამო, დროებით ჩერდება ე.წ. „შატლ ბასების“ მოძრაობა ქალაქიდან აეროპორტის მიმართულებით და პირიქით.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხორციელდება საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო ყველა პროცედურა. ასევე, სპეციალური მოყინვის საწინააღმდეგო სითხით მუშავდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირების შესახებ დამატებითი ინფორმაციას ოპერატიულად გავავრცელებთ,“- ნათქვამია აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მაგდა შენგელია