საგარეო საქმეთა მინისტრი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება

საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

შეხვედრა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება. კერძოდ, სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მიზანს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება წარმოადგენს.