რომელ რეგიონებს სტუმრობენ ადგილობრივები ყველაზე ხშირად

2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 315.5 ათასით შეადგინა, რომელთა მიერ თვიურად საშუალოდ 1 540.6 ათასი ვიზიტი განხორციელდა. ამის შესახებ საქსტატის მონაცემებშია აღნიშნული.

სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 5.6%-ით გაიზარდა, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2.1%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 672.5 ათასი შეადგინა, რაც 2.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

რაც შეეხება რეგიონებს, სადაც საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა, პირველ ადგილზეა თბილისი (საშუალოდ 376.5 ათასი ვიზიტი თვეში), რომელსაც მცირედით იმერეთი ჩამორჩება (საშუალოდ 324.5 ათასი ვიზიტი თვეში).

უფრო კონკრეტულად, საქსტატზე დაყრდნობით, გთავაზობთ15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობის განაწილებას, მონახულებული რეგიონების მიხედვით 2024 წლის IV კვარტალში:

  • თბილისი - 24.3%
  • იმერეთი - 21%
  • აჭარა - 9.6%
  • ქვემო ქართლი - 9.5%
  • კახეთი - 8.7%
  • მცხეთა-მთიანეთი - 6.7%
  • შიდა ქართლი - 6.1%
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 5.9%
  • სამცხე-ჯავახეთი - 3.8%

ამასთან, 2024 წლის მეოთხე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 259.0 მილიონი ლარით, რაც 3.2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ხოლო, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირდა 1.1%-ით და 168.1 ლარს გაუტოლდა.

ნინი ქეთელაური