ივნისში ევროზონაში ინფლაციამ 0,2% შეადგინა

ევროზონაში სამომხმარებლო ფასები 2015 წლის ივნისში 0,2%-ით გაიზარდა წინა წლის ამავე თვესთან შედარებით.

ევროკავშირის სტატისტიკური სამმართველოს მონაცემებით, ივნისში ევროზონაში კვების პროდუქტების, ალკოჰოლის და თამბაქოს ნაწარმის ფასი 1,1%-ით გაიზარდა წლიურ მაჩვენებელში, მომსახურების ფასმა 1,1%-ით მოიმატა, ენერგომატარებლების ღირებულება კი 5,1%-ით დაეცა.

ივნისში გერმანიაში ინფლაცია 0,1%-ით შემცირდა, საფრანგეთში იგივე მაჩვენებელი დარჩა, რაც მაისში დაფიქსირდა - 0,3%, იტალიაში კი - 0,2%.

ივნისის დასაწყისში ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ევროზონაში ინფლაციის პროგნოზი 2015 წლისთვის ნულიდან 0,3%-მდე გაზარდა, 2016 წელს კი ამავე პროგნოზით, ევროზონაში ინფლაცია 1,5% იქნება. მაისში ევროზონაში ინფლაციამ 0,3% შეადგინა.