ჯონი დეპმა საბერძნეთში კუნძული შეიძინა

ამერიკელმა მსახიობმა ჯონი დეპმა საბერძნეთში მდებარე კუნძული შეიძინა.

პატარა კუნძული, სახელწოდებით სტროგილო, ჰოლივუდის მსახიობმა 4,2 მილიონ ევროდ იყიდა.

ჯონი დეპის მიერ კუნძულის ყიდვის შესახებ ინფორმაცია უძრავი ქონების ლონდონურმა კომპანია Proto Organization-მა გაავრცელა, რომელიც მსახიობს კუნძულის შეძენაში დაეხმარა.

„ბოლო პერიოდში საბერძნეთი ბევრ ცნობილ ადამიანს იზიდავს, რომლებიც უძრავის ქონების შეძენით არიან დაინტერესებული. ბევრი მათგანი პირადად ესტუმრა კიდეც საბერძნეთს და მოიხიბლა ამ ულამაზესი ქვეყნით“, - განაცხადა ლონდონური კომპანიის წარმომადგენელმა სტივენ ტეილორმა.

თავად ჯონი დეპი ამჟამად ავსტრალიაში იმყოფება „კარიბის მეკობრეების“ ახალი ფილმის გადაღებაზე, რის დასრულების შედეგადაც პირადად ჩავა საბერძნეთში.