2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 0.9%-ით მეტი, სულ 13.7 მლნ. ტონა ტვირთი. ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში.
ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს ტვირთების მოცულობამ 13.5 მლნ ტონა შეადგინა.
ამასთან, მონაცემების თანახმად, 2024 წელს გადაზიდული ტვირთს 10.4 ადგილობრივ გადაზიდვაზე მოდის, 30.2% საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 59.4% - ტრანზიტზე.
ამასთან, 2024 წელს საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 74.4 პროცენტი მოდის ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 25.6 პროცენტი კი - ქვეყნიდან გატანილზე.
საქსტატის მიხედვით, 2024 წელს რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 42.1% გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 27.1%-ის გამომგზავნს - აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10%-ზე ნაკლები იყო (ჯამურად 30.8 პროცენტი).
ამასთან, 2024 წელს რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 10.2%-ის დანიშნულების ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 10.1%-ს - ყაზახეთი, 8.1%-ს - სომხეთი, თითოეული დანარჩენი ტვირთის მიმღები ქვეყნების წილი კი შედარებით ნაკლები იყო (ჯამურად 71.6%).
დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.
ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 5.9%-ის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 2.1 - უკრაინა, 1.5 - თურქეთი, 1.3% საბერძნეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.
სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 39.0% მოდიოდა კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, 20.4% - ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების; რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 15.7% - ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე.
2024 წელს სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში და 61.8% ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე მოდიოდა, 15.4% ეჭირა კოქსსა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებს, ხოლო 10.0% — სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტების სასაქონლო ჯგუფს.
რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (47.0 %), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (17.8 %), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (11.7 %), ძირითადი ლითონები (7.5 %), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და მეტყევეობის პროდუქტები (2.8 %) და საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (2.7 %); ხოლო გატანილია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (42.1 ), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (26.0 % ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (12.2 %) და ძირითადი ლითონები (10.9 %).
მონაცემების მიხედვით, 2024 წელს ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 82.3 პროცენტი სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (44.9 %), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (27.6 %), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (9.8%).