რუსეთი სირიაში თხევადი აირის ექსპორტს გეგმავს

რუსეთი ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან სირიაში თხევადი გაზის მიწოდების გეგმას განიხილავს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ყოველწლიურად სირიაში 200 ტონა თხევადი გაზის მიწოდებას განიხილავს ქერჩის პორტის ტერმინალებიდან, რომელიც ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზეა განთავსებული.

ქერჩის საზღვაო-სავაჭრო პორტის ტერიტორიაზე თხევადი გაზის ოთხი ტერმინალია განთავსებული, რომელთა მთლიანი მოცულობა წელიწადში 2,0 მილიონი ტონაა.

გავრცელებული ცნობებით, ერთ-ერთ მიმწოდებლად თხევადი გაზის მსხვილი ექსპორტიორი, რუსული კომპანია "სიბური" სახელდება, თუმცა კომპანიაში მსგავს გეგმას უარყოფენ.

"სიბური" არ აწარმოებდა და არ აწარმოებს სირიის სახელმწიფო ან კერძო კომპანიებთან სავაჭრო ოპერაციების წარმოების შესახებ მოლაპარაკებებს და შესაბამისად, ჩვენ არ ვგეგმავთ სირიაში თხევადი აირის მიწოდებას", - აღნიშნა რუსული კომპანიის წარმომადგენელმა.