ბორჯომში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ბორჯომში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დღეს მიმდინარეობს "9 აპრილის" ქუჩის კეთილმოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტაცია უტარდება როგორც სამანქანო, ასევე საფეხმავლო გზასა და მის გასწვრივ არსებულ მოაჯირებს. აღნიშნული სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მუნიციპალიტეტის განცხადებით, ბორჯომში დაიწყო ხანთელის, შრომისა და რუსთაველის ქუჩების მოასფალტების პროცესიც, რომელსაც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, შპს "რემშენი ბორჯომი" ახორციელებს. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დაბა ბაკურიანში მიმდინარეობს ცენტრალური მაგისტრალისა და რესპუბლიკური გზების მოასფალტება.

ახლახან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სოფლებში, ცემსა და სადგერში და პლატოს ტერიტორიაზე დასრულდა ცენტრალური გზების რეაბილიტაცია ( ე.წ. ჩაკერებები) უახლოეს მომავალში კი სოფელ ცემში შიდა გზების მოასფალტებაა დაგეგმილი. როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ადგილობრივი დაფინანსებით დასრულდა ბორჯომში, ბარათაშვილისა და 300 არაგველის ქუჩების მოასფალტება. სამუშაოები შპს "არალმა" შეასრულა. აღნიშნულმა სამშენებლო კომპანიამ დაასრულა ასევე ბაკურიანში წერეთლისა და კოსტავას ქუჩებისა და მზეთამზეს საავტომობილო გზების მშენებლობის პროცესი.