2024 წელს საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში 1 683 გემი შემოვიდა, რომელთა 38.5% იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 30.1% - თხევადი ტვირთმზიდი, 22.5% - კონტეინერმზიდი, ხოლო დანაჩენი 8.9% ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა. ამის შესახებ საქსტატის მონეცემებშია აღნიშნული.
სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს წინა წელთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 34.0%-ით მეტი სპეციალიზებული გემი მიიღო, 15.9%ით მეტი - გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, 6.7%-ით მეტი - თხევადი ტვირთმზიდი, 14.1-ით ნაკლები - კონტეინერმზიდი და 9.2 %-ით ნაკლები - ნაყარი ტვირთმზიდი.
ამასთან, მონაცემების თანახმად, 2024 წელს საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 18.4% თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავდა, 16.1% - პანამის, 9.6% - მალტის, 8.7 % -1 ლიბერიის, 5.2% - რუსეთის, დანარჩენი 42.0% კი სხვა ქვეყნებზე -განაწილდა.
საქსტატის მიხედვით, 2024 წელს საქართველოს ნავსადგურები 7.9 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 2.4%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი აღემატებოდა გასული მგზავრების წილს და 51.0%-ს შეადგენდა.
სტატისტიკით, 2024 წელს საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 15 562.3 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 5.8 %-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე. ამასთან, გადამუშავებული ტვირთის 45.7 % გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 33.6% თხევადი ტვირთი, ხოლო 20.7% ნაყარი ტვირთი.