Prada-მ Versace შესაძლოა, 1.5 მლრდ ევროდ შეიძინოს

Prada SpA მოდის ბრენდ Versace-ის შესაძენად მოლაპარაკებებს ამერიკელ ინვესტორ Capri Holdings-თან აწარმებს. გარიგების თანხამ შესაძლოა, 1.5 მლრდ ევროს მიაღწიოს.

ინფორმაციას Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Prada-მ და Capri-მ გარიგება შესაძლოა, ამ თვეში დადონ. თუმცა, წყაროების ცნობით, დრო და შეფასება ჯერ კიდევ შეიძლება, შეიცვალოს და მოლაპარაკებები ჩაიშალოს.

Versace-ის შეძენა Prada-ს გავლენას გაზრდის, რადგან კომპანია ცდილობს, Louis Vuitton Moët Hennessy-ს (LVMH) გაუწიოს კონკურენცია, რომელიც ბრენდების, Louis Vuitton-ის, Moët & Chandon-ისა და Hennessy-ის მფლობელია.

თუმცა Versace-ის 1.5 მლრდ ევროდ გაყიდვა Capri-ისთვის მომგებიანი არ არის, რადგან კომპანიამ ბრენდი 2.1 მლრდ დოლარად შეიძინა. Capri-ში აცხადებენ, რომ 2024 წლის ზამთარში Versace-ის შემოსავალი, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15%-ით, ანუ 193 მლნ დოლარით ნაკლები იყო. მოელიან, რომ კომპანია წელს წამგებიანი იქნება და ზარალის გარეშე წელს მხოლოდ 2026 წელს დაასრულებს.

ამასთან, ჯერ უცნობია, დარჩება თუ არა დონატელა ვერსაჩე მოდის სახლის მთავარ დიზაინერად.

მილანის მოდის კვირეულის (Milan Fashion Week) დროს Prada-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მიუჩია პრადამ განაცხადა, რომ Versace-ის გარიგება “მაგიდაზე დევს.” Bloomberg-ს, ასევე, შეატყობინეს, რომ Prada-ს Versace-ის უახლეს ფინანსურ და გაყიდვების მონაცემებზე წვდომა მიეცა.

ცნობისთვის: Prada 112 წლის წინ დაარსდა. 1970 წლიდან ბრენდს მიუჩია პრადა ხელმძღვანელობს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ