კანადის, მექსიკისა და ჩინეთის ვალუტა უფასურდება

კანადური დოლარი და მექსიკური პესო ყველაზე დაბალ დონემდე მას შემდეგ დაეცა, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა კანადაზე, მექსიკასა და ჩინეთზე საიმპორტო ტარიფები დააწესა და სავაჭრო ომის საფრთხე რეალობად აქცია.

კერძოდ, კანადური დოლარი აშშ-ის დოლართან მიმართებაში 0,1%-ით, 1,4492-ნიშნულამდე დაეცა, მანამდე კი 1 აშშ დოლართან მიმართებით ერთთვიანი მინიმუმი, 1,45415 კანადური დოლარი დაფიქსირდა.

მექსიკის პესო 0,24%-ით დაეცა და 20,74 დოლარამდე შეადგინა, რაც 3 თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალია დონეა.

ჩინურმა იუანმა დოლართან მიმართებაში მანამდელი ზრდის ტენდენცია შეაჩერა. კერძოდ, ვალუტის სავაჭრო ჩინურ სისტემა SFETS-ზე 1 დოლარი მატერიკულ ბაზარზე 7,2825 იუანი ღირს, მაშინ, როცა მანამდე 7,2763 იუანი ღირდა. ოფშორულ ბაზარზე დოლარი 0,19%-ით, 7,2875-იუნამდე გაძვირდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ