რა არის ცნობილი ოკუპირებული აფხაზეთის ახალ „პრეზიდენტზე“ ბადრა გუნბაზე

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი დღეს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­ზი­დენტს შეხ­ვდე­ბა. ამის შე­სა­ხებ კრემ­ლის პრესს­პი­კერ­მა, დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

"დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში პუ­ტი­ნი კრემლში აფხა­ზე­თის არ­ჩე­ულ პრე­ზი­დენტს, გუნ­ბას შეხ­ვდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და პეს­კოვ­მა.

ცნო­ბის­თვის, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. "ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის“ მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, 1-ელ მარტს ჩა­ტა­რე­ბულ ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში "საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­მა“ ბად­რა გუნ­ბამ ხმე­ბის 54,73% მი­ი­ღო და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტი“ გახ­და.

ვინ არის ბად­რა გუნ­ბა?

ბად­რა გუნ­ბა 1981 წლის 14 აგ­ვის­ტოს ქა­ლაქ სო­ხუმ­ში და­ი­ბა­და, სკო­ლაც იქ და­ამ­თავ­რა. ასა­კის გამო არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და 1992-1993 წლე­ბის აფხა­ზე­თის ომში.

უმაღ­ლე­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად რუ­სეთ­ში გა­ემ­გზავ­რა და 2003 წელს და­ამ­თავ­რა სა­რა­ტო­ვის სა­ხელ­მწი­ფო აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტე­ტი - ბუ­ღალ­ტე­რი­ი­სა და აუ­დი­ტის სპე­ცი­ა­ლო­ბით.

2003 წლის დე­კემ­ბრი­დან 2004 წლის აგ­ვის­ტომ­დე გუნ­ბა სა­რა­ტო­ვის საქა­ლა­ქო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­ფი­ნან­სო კო­მი­ტე­ტის სო­ცი­ა­ლუ­რი სექ­ტო­რის და­ფი­ნან­სე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბი­სა და მარ­თვის აპა­რა­ტის წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტი იყო.

მისი კა­რი­ე­რა და­ი­წყო სა­რა­ტო­ვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ფი­ნან­სურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, სა­დაც მუ­შა­ობ­და 2004 წლი­დან 2006 წლამ­დე. 2007 წელს გუნ­ბამ და­იც­ვა დი­სერ­ტა­ცია და მი­ი­ღო დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი ეკო­ნო­მი­კა­ში.

2007 წლის სექ­ტემ­ბერ­ში აფხა­ზეთ­ში დაბ­რუნ­და და 2009 წლის იან­ვრამ­დე აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის იუ­რი­დი­ულ მრჩევ­ლად მუ­შა­ობ­და.

2009 წლის იან­ვრი­დან 2011 წლის ოქ­ტომ­ბრამ­დე დე ფაქ­ტო კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, ხოლო 2011 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან 2014 წლის ოქ­ტომ­ბრამ­დე ე.წ. კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი იყო.

2015 წლი­დან კი სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და.

2020 წლის 7 თე­ბერ­ვალს ას­ლან ბჟა­ნი­ას გუნდში პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ებ­მა, "აი­ტა­ი­რამ“ და "ამ­ცა­ხა­რამ“ იმა­ვე წლის ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის დე ფაქ­ტო ვიცე-პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად რე­კო­მენ­და­ცია ბად­რა გუნ­ბას გა­უ­წი­ეს.

2020 წლის 22 მარტს კი დე ფაქ­ტო ვიცე-პრე­ზი­დენ­ტად აირ­ჩი­ეს.

2024 წლის 19 ნო­ემ­ბრი­დან 2025 წლის 3 მარ­ტამ­დე იყო თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მას შემ­დეგ, რაც ას­ლან ბჟა­ნია საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის შე­დე­გად გა­დად­გა.

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის თქმით, ბჟა­ნი­ას წას­ვლის შემ­დეგ, ბად­რა გუნ­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, რო­გორც კომ­პრო­მი­სუ­ლი ფი­გუ­რა, რო­მელ­საც მხარს უჭერ­დნენ, რო­გორც რუ­სუ­ლი მხა­რე, ასე­ვე "ინ­ვეს­ტო­რე­ბი და ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი“, რომ­ლე­ბიც აკონ­ტრო­ლე­ბენ სი­ტუ­ა­ცი­ას აფხა­ზეთ­ში.

2025 წლის 2 მარტს გა­ი­მარ­ჯვა აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში და მისი ე.წ. ინა­უ­გუ­რა­ცია 3 აპ­რილს გა­ი­მარ­თე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მის ე.წ. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია კრემ­ლის პო­ლიტ­ტექ­ნო­ლო­გებ­მა და­გეგ­მეს და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. ის მი­იჩ­ნე­ვა რუ­სეთ­თან "სა­ინ­ვეს­ტი­ციო შე­თან­ხმე­ბი­სა" და ე.წ. აპარ­ტა­მენ­ტე­ბის პრო­ექ­ტის მომ­ხრედ, რის გა­მოც მო­უ­წია ბჟა­ნი­ას დე ფაქ­ტო თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლა.

ის თა­ვის მთა­ვარ პრი­ო­რი­ტე­ტე­ბად მი­იჩ­ნევს სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კის სო­ცი­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას და სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, ახალ­გაზ­რდე­ბის სა­კად­რო რე­ზერ­ვის ფორ­მი­რე­ბას და ე.წ. სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას. ლა­პა­რა­კია, რა თქმა უნდა, "აფხა­ზე­თის მთა­ვარ მო­კავ­ში­რე" - ოკუ­პანტს რუ­სეთ­ზე.

გუნ­ბას ჰყავს მე­უღ­ლე და 2 ვაჟი - 16 და 12 წლის.

იხილეთ ვრცლად: