საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა გაიზარდა

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, სახელმწიფოს საგარეო ვალის მოცულობა გაიზარდა.

როგორც უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული სახელმწიფო ვალის სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის ივნისში სახელმწიფოს საგარეო ვალი 98 მილიონ 852 ათასი დოლარით გაიზარდა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის მაისთან შედარებით, 2015 წლის ივნისში სახელმწიფოს საგარეო ვალის მოცულობას, ეს მაჩვენებელი 153 მილიონ 659 ათასი დოლარით გაიზარდა. 2015 წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი 4 მილიარდ 180 მილიონ 507 ათასს დოლარს შეადგენს. აქედან, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიმართ საქართველოს ვალდებულებები 2 მილიარდ 941 მილიონ 156 ათასი აშშ დოლარია.