X2 Development-ის მარტის თვის აქცია „შენი სახლი - შენი წარმატება“

მარტი არის თვე, რომელიც ეძღვნება ქალთა დღესასწაულებს, მათ მიღწევებს, სიძლიერეს და ფასდაუდებელ წვლილს ჩვენს საზოგადოებაში.

X2 Development-ში გვჯერა, რომ ქალები იმსახურებენ გამორჩეულ პატივისცემას და განვითარების შესაძლებლობებს ყოველდღე და არა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.

ქალებს, ყოველდღიურ ცხოვრებაში, უწევთ სხვადასხვა როლის შეთავსება: დედის, ინოვატორის, ხელოვანის, ბიზნესმენის, ემიგრანტის და უბრალოდ ძლიერი ქალის.

ყველა ქალის ოცნებაა მყუდრო და კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნა, დამოუკიდებლად ცხოვრება, ინვესტიციების განხორციელება... ამ ყველაფრის შესაძლებლობას კი, მარტის თვის განმავლობაში, „X2 Development“-ი, უფრო ხელმისაწვდომს ხდის და ქალებისთვის შესაბამისს აქციას აანონსებს.

ქალები, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი იქნებიან ბინის შესყიდვის ნებისმიერ ეტაპზე, კომპანია „X2 Development“-ი 8%-იანი ფასდაკლებას სთავაზობს.

კომპანია აქციის ფარგლებში, 3 მიმდინარე პროექტს წარმოადგენს, რომლებიც ერთმანეთისგან კლასისა და მდებარეობის მიხედვით განსხვავდებიან.

ბინის შეძენის მსურველებს, შესაძლებლობა აქვთ, შეარჩიონ მათთვის იდეალური ბინა: საბურთალოზე მდებარე პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექს Kazbegi Residence-ში და დაზოგონ 50 000 ლარამდე თანხა; დიდუბეში არსებულ მრავალფუნქციურ უბან RiverFront Residence-ში ისარგებლონ 38 000 ლარამდე ფასდაკლებით, ხოლო კომფორტ კლასის საცხოვრებელ კომპლექს ZenX Dighomi-ში მიიღონ 32 000 ლარამდე შეღავათი.

ბინის შეძენის მსურველებს, აქციით სარგებლობა მთელი მარტის თვის განმავლობაში შეუძლიათ.

kazbegi-1741332609.jpg

khosharauli1-1741332624.jpg

zenx5k-1741332635.jpg

R