„სამედიცინო შემოწმების გარეშე რეისში ვერცერთი მძღოლი ვერ გავა,“ - აღნიშნულს გულისხმობს მგზავრთა გადაყვანის ახალი წესი, რომელიც 2025 წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედდა.
უფრო კონკრეტულად, აღსანიშნავია ისიც, რომ საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისთვის პირებს 2025 წლის 1-ლი მარტიდან სპეციალური ნებართვის ვალდებულება წარმოეშობათ. საუბარია, იმ პირებს ვინც ახორციელებს როგორც საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, ასევე ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო.
გარდა ამისა, 2025 წლის 1-ლი მარტიდან ძალაში შევიდა შემდეგი ცვლილებები:
ცნობისთვის, საქალაქთაშორისო გადაყვანებთან დაკავშირებით რამდენიმე ახალი რეგლამენტი 2024 წლის განმავლობაში დამტკიცდა. ამ რეგლამენტებს შორის არის ავტოსადგურების მოწესრიგების ვალდებულებაც, რომელიც პროცესიც ზოგიერთ სადგურში უკვე დაწყებულია და ეს პროცესი 2025 წელს უნდა დასრულდეს. კერძოდ, ავტოსადგურები აღჭურვილი უნდა იყოს მძღოლის მოსასვენებელი სივრცით, სამედიცინო პუნქტით, საპირფარეშოებით, მგზავრების მოსაცდელი სივრცით, ბაქნებითა და ა.შ. მოთხოვნები ყველა სადგურისთვის მისი ზომისა და ტიპის მიხედვით ინდივიდუალურად არის ფორმულირებული.