ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია/კომუნიკაციის სექტორშია - როგორია საშუალო ანაზღაურება საქმიანობების მიხედვით

2024 წლის მე-4 კვარტალში ბიზნეს სექტორში საშუალო თვიური ხელფასი 170 ლარით გაიზარდა და 2 367 ლარს გაუტოლდა. საქსტატის მონაცემებით, მათ შორის ქალების ხელფასმა 1 847.3 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 159.7 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია:

  • მსხვილი ბიზნესი – 2 466.2 ლარი;
  • საშუალო ბიზნესი – 2 750.1 ლარი;
  • მცირე ბიზნესი – 1 969.8 ლარი.

რაც შეეხება საქმიანობებს, ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია/კომუნიკაციის სექტორში დასაქმებულებს აქვთ, ყველაზე დაბალი კი სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში დასაქმებულებს.

გთავაზობთ, როგორია საშუალო თვიური ხელფასი ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით: (2024 წლის მე-4 კვარტალი)

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4078.2 ლარი
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 3663.5 ლარი
  • მშენებლობა - 3365.8 ლარი
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება - 3244.1 ლარი
  • ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 2584.1 ლარი
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება დამამუშავებელი მრეწველობა - 2570 ლარი
  • ტრანსპორტი და დასაწყობება - 2510.1 ლარი
  • დამამუშავებელი მრეწველობა - 2165.1 ლარი
  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 2045 ლარი
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 2017.3 ლარი
  • განათლება - 1937.9 ლარი
  • წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 1879.7 ლარი
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 1803.7 ლარი
  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 1752.1ლარი
  • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 1751 ლარი
  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 1708 ლარი

ამასთან საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მე-4 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10 პროცენტით გაიზარდა და 62 მილიარდი ლარი შეადგინა.

მათივე ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2024 წლის მე-4 კვარტალში მისი მოცულობა 23.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.8 პროცენტით მეტია.

2024 წლის მე-4 კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 811.8 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.8 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.7 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 56.3 პროცენტი - კაცი.