როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბოლო, 7 მარტის ვაჭრობის შედეგად, ბირჟაზე წარმოდგენილი ორი ქართული კომპანიის აქციების ფასი შემცირდა, ერთის კი გაიზარდა.

კერძოდ, Bank of Georgia Group PLC-ის აქციების ფასი 0.55%-ით შემცირდა და ერთი აქციის ფასმა 54.40 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.42 მლრდ გირვანქა სტერლინგს აღემატება.

ამასთანავე, TBC Bank Group PLC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.45 მლრდ გირვანქა სტერლინგს აჭარბებს. ერთი აქციის ფასი ბოლო მონაცემებით 44 გირვანქა სტერლინგია, რაც 0.8%-იან ზრდაზე მიუთითებს.

რაც შეეხება Georgia Capital PLC-ს, მისი აქციების ფასი 0.53%-ით დაეცა. ერთი აქციის ღირებულება ბოლო ვაჭრობის შედეგად 14.94 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. რაც შეეხება კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია, 573 მლნ სტერლინგს აჭარბებდა.

მერი ტაბატაძე