PMCG-ის კვლევის მიხედვით, რომელიც ეფუძნება 60-მდე ეკონომისტის გამოკითხვას, კვლევაში ჩართული სფეროს ექსპერტების აბსოლუტური უმრავლესობას - 95% მიიჩნევს, რომ უცხოური დაფინანსების შემცირება საქართველოზე უარყოფით ან ძალიან უარყოფით გავლენას მოახდენს.
„ეკონომისტებმა შეაფასეს უცხოური დახმარების (მათ შორის, USAID-ისგან) შემცირების გავლენა საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ კლიმატზე. ეკონომისტების თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ (97%) აღნიშნა, რომ უცხოური დახმარების შემცირება უარყოფითად ან ძალიან უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარემოზე“, - აღნიშნულია კვლევაში.
ამასთანავე, რესპონდენტების აზრით, უცხოური დახმარების შემცირება ყველაზე ნეგატიურად საკანონმდებლო რეფორმებსა და საჯარო სერვისების ხარისხზე იმოქმედებს.
იხილეთ ასევე: „ლარი გაუფასურდება, ექსპორტი და იმპორტი შემცირდება“ - რა მოლოდინები აქვთ ქართველ ეკონომისტებს