დაგროვილი პენსიით 17 085-მა პირმა ისარგებლა - რა ოდენობის თანხა გაიცა

საპენსიო სისტემაში მონაწილეთა რაოდენობა ამ ეტაპისთვის 1.597 მილიონ ადამიანს შეადგენს - ამის შესახებ აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს ანგარიშში.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, თებერვლის მდგომარეობით, დაგროვილი პენსიით სულ 17 085-მა პირმა ისარგებლა. რაც შეეხება გაცემული თანხის მოცულობას, საანგარიშო პერიოდში პენსიის სახით 70.6 მლნ ლარი გაიცა.

„საპენსიო აქტივების ღირებულება შეადგენს 6.4 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.54 მლრდ ლარს გადააჭარბა“, - აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს ინფორმაციაში.

მერი ტაბატაძე