ჩინეთის ინფლაციის მაჩვენებელი ბოლო თორმეტ თვეში პირველად ნულის ქვემოთ დაეცა. სამომხმარებლო ფასები მოსალოდნელზე მეტად შემცირდა, რაც ბოლო ცამეტი თვის განმავლობაში უპრეცედენტო მოვლენაა.
ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
ამ მოვლენის მიზეზები და შედეგები სეზონურ რყევებს უკავშირდება, რაც ეკონომიკაზე დეფლაციური ზეწოლის გაგრძელებაზე მიუთითებს.
დეფლაციური პროცესების განვითარებასთან დაკავშირებით ჩინეთის ხელისუფლებამ გადაუდებელი ზომების შემუშავება დაიწყო, რომელიც ეკონომიკის სტიმულირებას ისახავს მიზნად. ქვეყნის მთავრობა ცდილობს, თავიდან აიცილოს ეკონომიკური ზრდის შემდგომი ვარდნა და სამომხმარებლო ფასების დადებითი დინამიკა აღადგინოს.
ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი, წინა წელთან შედარებით, 0,7%-ით დაეცა. 9 მარტს ეს მაჩვენებელი წინა თვის 0,5%-იანი ზრდის შემდეგ შემცირდა.
Bloomberg-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების პროგნოზები მოსალოდნელ მაჩვენებლებზე დაბალი იყო. საშუალო შეფასებით, ინფლაცია 0,4%-ით უნდა შემცირებულიყო.
დეფლაცია შესაძლოა, ეკონომიკური ზრდის შენელების ერთ-ერთი ნიშანიც იყოს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ