საბერძნეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრი: ჩვენ ორი არჩევანის წინაშე დაგვაყენეს - ან სიკვდილით დასჯა ან კაპიტულაცია

საბერძნეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრი, იანის ვარუფაკისი აცხადებს, რომ მისი ქვეყნის მიერ შემუშავებული ახალი ეკონომიკური რეფორმების გეგმა არ გაამართლებს.

"ბიბისისთან" ინტერვიუში საბერძნეთის ყოფილმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ "ათენის პროგრამა ისტორიაში შევა როგორც ყველაზე დიდი მაკროეკონომიკური კატასტროფა".  "ჩვენ ორი არჩევანის წინაშე დაგვაყენეს - ან სიკვდილით დასჯა ან კაპიტულაცია. ციპრასმა კაპიტულაცია არჩია", – აღნიშნა ვარუფაკისმა.

ათენმა ევროზონის ლიდერებთან შეთანხმებას კვირის დასაწყისში მიაღწია, რომლის მიხედვითაც კრედიტორები საბერძნეთს 86 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას გაუწევენ, სანაცვლოდ კი, ათენმა რიგი ეკონომიკური რეფორმები უნდა განახორციელოს.