Burger King-მა ნაყინის ხელით ჭამა დაარეკლამა

Burger King-მა პერუში მომხმარებლებს მოუწოდა, ნაყინი ისე მიირთვან, როგორც მოისურვებენ.

სწრაფი კვების ქსელმა თავის სარეკლამო რგოლებში დესერტის ჭამის რამდენიმე ვარიანტი აჩვენა. კამპანიას “Your cravings. Your way” (“შენი სურვილები. შენი გზა”) ეწოდა, რომელიც აზრობრივი მითითებაა Burger King-ის მთავარ სლოგანზე, “Have it your way” (“იყოს შენებურად”).

სამ ვიდეოში ნაყინის ჭამის სხვადასხვა გზა არის ნაჩვენები. მაგალითად, ერთ-ერთი კრეატივის გმირს ურჩევნია, ნაყინის ჭამა ვაფლის ჭიქით დაიწყოს. სხვა დესერტის დნობას ელოდება, ხოლო რეკლამის კიდევ ერთ პერსონაჟს ნაყინის ხელით ჭამა უყვარს.

კომპანია პრეფერენციებს არ განსჯის და, პირიქით, კვების მეთოდების ექსპერიმენტირების მოწოდებით გამოდის, რომ მომხმარებელმა საკუთარ თავს არაფერზე უთხრას უარი.

„ამბობენ, ჭამის დროს მოთხვრა არავის უყვარსო და საინტერესოა, კიდევ რას ამბობენ,” - ნათქვამია ერთ-ერთ ვიდეორგოლში.

პროექტი კრეატიულ სააგენტო MullenLowe SSP3 Peru-სთან პარტნიორობით შეიქმნა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ