დონალდ ტრამპის განცხადებით, კანადურ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფებს გააორმაგებს და 50%-მდე გაზრდის

დონალდ ტრამპი აშშ-ში კანადიდან შესულ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფის 25-დან 50%-მდე გაზრდას გეგმავს.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ის პლატფორმაზე წერს.

ტრამპის თქმით, დაგეგმილი ტარიფის გაორმაგება დაკავშირებულია კანადის გადაწყვეტილებასთან, 25%-იანი ტარიფი დააწესოს აშშ-ში ექსპორტზე გასულ ელექტროენერგიაზე.

“ასევე კანადამ დაუყოვნებლივ უნდა გააუქმოს თავისი 250-დან 390%-მდე ანტიამერიკული ტარიფი ამერიკული რძის სხვადასხვა პროდუქტზე, რომელიც დიდი ხანია აღმაშფოთებლად მიიჩნევა", - წერს ტრამპი.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ელექტროენერგიასთან დაკავშირებით ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს.