„ღვინის ქარხნის“ ტერიტორიაზე ხანძარი რესტორან “ტავერნა მინთის“ სახურავზე გაჩნდა - მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები

"ღვინის ქარხნის” ტერიტორიაზე მდებარე რესტორან “ტავერნა მინთში” ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე 4 სახანძრო სამაშველო მანქანა მუშაობს.

როგორც “ტავერნა მინთის” თანამშრომლები აცხადებენ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მათივე ინფორმაციით, ხანძარი რესტორნის სახურავზე გაჩნდა. ცეცხლი გავრცელებულია რესტორნის სახურავის მთელ პერიმეტრზე.