ყველაზე ლამაზი საფეხურები მსოფლიოში

ე.წ სტრიტ არტი დროდადრო უფრო მეტად პოპულარული ხდება. (+ ფოტოგალერეა )

მსოფლიოს არაერთ ქალაქში შეხვდებით მოხატულ კედლებს, შენობებს, კიბეებს. მათი დიდი ნაწილი რიგითი მოქალაქეების მიერაა შესრულებული. ზოგიერთი გრაფიტის დახატვას დიდი ხანი სჭირდება და მასზე ათობით ადამიანი მუშაობს. მაგალითად, სან-ფრანცისკოში მოზაიკური კიბეების მოხატვაში 300-ზე მეტი ადგილობრივი იყო ჩართული. ცნობილია ასევე ჩილეს ქალაქ ვალპარაისოში მდებარე ვიწრო კიბეები, რომელზეც ფორტეპიანოს კლავიშებია მოხატული. სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში შეხვდებით კიბეებს, რომელზეც თევზების აკვარიუმია ასახული. თურქეთის ქალაქ სტამბოლში კი უზარმაზარი კიბეები ცისარტყელას ფერებშია მოხატული.

იხილეთ ფოტოგალერეა