"მაკდონალდსი" შესაძლოა, ირანშიც გამოჩნდეს

არც ისე დიდი ხნის წინ ირანმა "სიმპსონები" შავ სიაში შეიყვანა, ვინაიდან თეირანის განცხადებით, იგი დასავლური კულტურის გავრცელებას შეუწყობდა ხელს. ახლა კი, მაშინ როდესაც ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები დათბა და თეირანმა დასავლეთთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია, საუბარი დაიწყო ასევე დასავლური კომპანიის, "მაკდონალდსის" ირანში გახსნაზე. თუ აშშ-ის სენატი ირანთან მიღწეულ შეთანხმებას მხარს დაუჭერს, ეს იმას ნიშნავს, რომ თეირანს სანქციები მოეხსნება, "მაკდონალდს" კი თავისი რესტორნის ირანში გახსნის შესაძლებლობა მიეცემა. "ჩვენ არ ვიცით ზუსტი თარიღი, თუ როდის გავხსნით რესტორანს ირანში. თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალში ჩვენ ამ ნაბიჯებს ალბათ გადავდგამთ", – ნათქვამია "მაკდონალდსის" ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

"მაკდონალდსი" 1940 წელს დაარსდა. მას დღეს მსოფლიოს მასშტაბით 36 000-ზე მეტი რესტორანი აქვს გახსნილი. თუმცა, იგი ამ დრომდე არ გახსნილა ირანის გარდა იემენში, სირიასა და ბოლივიაში.