„ფავორიტი“ ჩინეთის 31-ე საერთაშორისო ბეჭდვით გამოფენაზე იყო წარმოდგენილი

პოლიგრაფიული საწარმო „ფავორიტი“ ჩინეთში, ქალაქ გუანჯოუში ბეჭდვის ინდუსტრიის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი.

ღონისძიება უკვე სამი ათეული წელია აერთიანებს ციფრული, ბეჭდვითი და მომიჯნავე ინდუსტრიების წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. „ფავორიტი სტილმა“ გამოფენაზე ქართული მხარე წარმოადგინა და მონაწილეებს მიღწევები და სამომავლო გეგმები გაუზიარა.

shida1-1741849464.jpg

შთაბეჭდილებებსა და კომპანიის სამომავლო გეგმებზე „ფავორიტი სტილის“ კომერციული დირექტორი ნათია გულორდავა :

  • რა მნიშვნელობა ჰქონდა „ფავორიტი სტილისთვის“ ღონისძიებაზე დასწრებას?

როგორც იცით „ფავორიტი“ არის რეგიონში ყველაზე დიდი პოლიგრაფიული საწარმო, რომელსაც აქვს ჯანსაღი ამბიცია იყოს ნოვატორი და დანერგოს სრულიად ახალი სტანდარტები ამ მიმართულებით. ჩვენი წარმოების უდიდესი ნაწილი უკვე სრულად ავტომატიზებულია და ვაგრძელებთ ამ კუთხით განვითარებას.

ბუნებრივია, ჩინეთი ტექნოლოგიებში მოწინავე ადგილზეა და ბეჭდვის ინდუსტრიის გამოფენას უკვე ათწლეულების ისტორია აქვს, შესაბამისად ადგილზე სტუმრობა ახალი დანადგარების დათვალიერება და წამყვან მწარმოებლებთან კონტაქტების დამყარება უმნიშვნელოვანესია.

shida2-1741849507.jpg

  • რა სახის საქმიანი კომუნიკაცია შედგა თქვენსა და გამოფენის მონაწილეებს შორის?

ჩვენი 30-წლიანი ისტორიითა და გამოცდილებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით პარტნიორებთან დიდი ნდობით ვსარგებლობთ. მჭიდრო კომუნიკაცია მწარმოებლებთან და გამოცდილების გაზიარება სიახლეების დანერგვაში გვეხმარება.

ჩვენ ჩვენი მხრიდან ვაწვდით მათ ინფორმაციას ქართულ ბაზარზე, რა ეტაპზეა პოლიგრაფია ჩვენ ქვეყანაში, რა მიმართულებით გვჭირდება განვითარება და რაც მთავარია, რა მოთხოვნები აქვთ დამკვეთებს ქართულ ბაზარზე.

კონტაქტები შევიძინეთ და გუანჯოუში გამართულ გამოფენაზეც და მიგვაჩნია, რომ ახალი თანამშრომლობები დადებითად აისახება ჩვენი წარმოების განვითარებასა და ქართულ პოლიგრაფიულ ბაზარზე.

shida-3-1741849560.jpg

  • საინტერესოა, რა სიახლეები იყო წარმოდგენილი გამოფენაზე პოლიგრაფიული მიმართულებით?

გამოფენაზე ბევრი სიახლე იყო წარმოდგენილი. ჩინეთში ვიზიტისას შევხვდით რამდენიმე მსხვილ მომწოდებელსაც, რომლებიც პოლიგრაფიისთვის საჭირო სხვადასხვა მასალას აწარმოებენ. საუბარი არ არის მხოლოდ ჩინეთის ბაზარზე არსებულ კომპანიებზე, არამედ მწარმოებლებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათთან გამართული შეხვედრები საშუალებას მოგვცემს, საფუძველი ჩავუყაროთ ახალ მწარმოებლებთან წარმატებული თანამშრომლობის დასაწყისს და უკვე მოქმედ პარტნიორებთან კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები. ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხიანი მასალების ფართო არჩევანი.

R