მილიარდერებით მჭიდროდ დასახლებული ქვეყნები

მსოფლოში 1826 მილიარდერია. არის ქვეყნები, სადაც ასობით მილიარდერი ცხოვრობს. ჩინეთში მაგალითად 400 მდიდარი ადამიანია, რომელთა ქონებაც მილიარდს აჭარბებს, თუმცა, მოსახლეობის რაოდენობასთან მდიდარი ადამიანების რიცხვის პროპორციით, ეს ქვეყანა მაღალი მაჩვენებლით არ გამოირჩევა.

"ფორბსის" რეიტინგის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე მილიარდერთა რაოდენობის მიხედვით, პირველ ადგილზე მონაკოა. ამ ქვეყანაში სულ 37 800 ადამიანი ცხოვრობს, მათგან 3 მილიარდერია. ეს ჯუჯა სახელმწიფო ცხოვრების მაღალი დონით გამოირჩევა. მეორე ადგილს სენ-კიტსი და ნევისი იკავებს, სადაც 55 000 ადამიანი ცხოვრობს, მათ ერთი მილიარდერი ჰყავთ.

ხუთეულში შევიდა ასევე დიდი ბრიტანეთის სამეფო მიწა გერნზი ერთი მილიარდერით, ჰონგ-კონგი 55 მილიარდერით და კვიპროსი 5 მილიარდერით. რაც შეეხება ათეულს, მათ რიცხვში მილიარდერების რაოდენობით შვეიცარია, სინგაპური, ისლანდია, შვედეთი და ისრაელი შევიდნენ. აშშ კი რეიტინგში მე-13 ადგილზე გავიდა, აქ 321 369 000 მოქალაქიდან 536 მილიარდერია. რეიტინგში მოხვდა ლიბანიც, სადაც 7 მილიარდერი ცხოვრობს.