ქვეყანას კიდევ ერთი მილიონერი შეემატა

მსახიობმა ნუგზარ ჩიქოვანმა 1,671,045 ლარი მოიგო! - ლოტოს 574-ე გათამაშების გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია

ლოტოს 574-ე გათამაშებაში ჯეკპოტის ახალი გამარჯვებული გამოვლინდა. მოგებამ ბილეთზე 1,671,045 ლარი შეადგინა. ლოტოს წესების მიხედვით, პირველი საპრიზო კატეგორია ანუ ჯეკპოტი ექვსი ძირითადი რიცხვის დამთხვევით ვლინდება.

AMBEBI.GE-სთვის ცნობილი გახდა, რომ გათამაშებული თანხა მსახიობმა ნუგზარ ჩიქოვანმა მოიგო. ინფორმაციას საქართველოს ლატარიის კომპანიის პრესსამსახურის უფროსი, ანა იასეშვილი ადასტურებს.

"11,15,19,20,32,36 - ამ იღბლიანი რიცხვის მეშვეობით საქართველოს ახალი მილიონერი შეემატა. საქართველოს ლატარიის კომპანია ულოცავს გამარჯვებულს მოგებას და მოუთმენლად ელის მის გამოჩენას. საქართველოს ლატარიის კომპანია ექსკლუზიური უფლების მქონე ლიცენზირებული ოპერატორია, რომელიც საზოგადოებას ლატარიის სხვადასხვა თამაშობებს სთავაზობს. მათ შორის ლოტო 6/36, რომელიც ქვეყნის მაშტაბით უპრეცედენტოდ მაღალი თანხების მოგების შანსს აძლევს საკუთარ მომხმარებლებს", - აცხადებენ კომპანიაში.