Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7700 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7700 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7745 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 14 მარტს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7755 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0267 ლარია.