ATRIO - ახალი, პრემიუმ კლასის ფეხსაცმლისა და აქსესუარების მულტიბრენდული მაღაზია თბილისში

Alexander McQueen, Calvin Klein, Lloyd, Doucal’s, Fabi, Airstep, Ixos, Alessandro Dell Acqua, Ash - ეს იმ ბრენდების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შეძენაც ამიერიდან უკვე თბილისში, ჭავჭავაძის 29 ნომერში, მაღაზიაში ATRIO არის შესაძლებელი.

ATRIO - დრესაპ ჯგუფში შემავალი კიდევ ერთი, ფეხსაცმლისა და აქსესუარების, სრულიად ახალი კონცეფციის, პრემიუმ კლასის მულტიბრენდული მაღაზიაა. ATRIO-ში წარმოდგენილია, როგორც კლასიკური, ასევე ყოველდღიური ტიპის ფეხსაცმელი და აქსესუარები, ქალბატონებისთვის და მამაკაცებისათვის.

ახალ მაღაზიასთან დაკავშირებით, გავესაუბრეთ „დრესაპ ჯგუფის“ მარკეტინგის დირექტორს ირაკლი მკერვალიშვილს: "იქიდან გამომდინარე, რომ მაღაზია ATRIO გათვლილია პრემიუმ კლასის ბრენდებზე, ინტერიერიც და გარემოც შესაბამისია. მაღაზიის ინტერიერის შექმნისას, რომელიც დიზაინ სტუდიო ROOMS-ს ეკუთვნის, გათვალისწინებულია ყველა ის დეტალი, რომელიც სასურველი ფეხსაცმლის შერჩევას განსაკუთრებულად კომფორტულს და სასიამოვნოს ხდის. მაგალითად, პერსონალური გასახდელი მათთვის ვისაც სურს, რომ მყუდრო, კომფორტულ გარემოში, შესაბამის ტანსაცმელზე მოირგოს სასურველი ფეხსაცმელი".

ატრიოში წარმოდეგნილი ბრენდები და მათი პროდუქცია ფეხსაცმლის წარმოების მაღალი სტანდარტის, ხარისხის, დახვეწილი დიზაინისა და კომფორტულობის გამოვლინებაა, რომელთა უმეტესობა იტალიაში, ხოლო დანარჩენი დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში იწარმოება.

ახლო მომავალში, ატრიოში წარმოდგენილი პროდუქციის დათვალიერება და შეძენა ონლაინ რეჟიმშიც იქნება შესაძლებელი, მანამდე კი მიმდინარე სიახლეებისა და პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიღებად მომხმარებლებს შეუძლათ ATRIO-ს ფეისბუქის გვერდს ეწვიონ: FB.com/Atrio.ge

(R)