ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში წარმოებული სამშენებლო მასალების ღირებულება ხასიათდება ზრდის ტენდენციით, რაც დიდ წილად განპირობებულია გაზრდილი ეკონომიკური აქტივობით და ფასებით. ამასთან, თანაბარი კაპიტალის თანამონაწილეობის ფონზე, საქართველო სამშენებლო მასალების სექტორი ხასიათდება ევროპასთან შედარებით მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლებით - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის სამშენებლო მასალების სექტორის კვლევაში.
კვლევის მიხედვით, საქართველოში როგორც შემოსავალი აქტივებზე (ROA), ისე შემოსავალი კაპიტალზე (ROE) მსოფლიოს და ევროპის მონაცემებზე მაღალია. ამასთან,კვლევაში აღნიშნულია, რომ სამშენებლო მასალების სექტორის ოპერირებადი ქართული კომპანიების ლევერიჯისა და საოპერაციო მომგებიანობის კოეფიციენტები შესაბამისობაშია ევროპის ანალოგიურ მაჩვენებლებთან.
ამასთან, 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, სამშენებლო და სარემონტო მასალებით ჰიპერმარკეტებში მოვაჭრე სუბიექტები უფრო დაბალი მოგების მარჟებით ხასიათდება სპეციალიზებულ მაღაზიებთან შედარებით.
კვლევის მიხედვით, სარემონტო მასალების კატეგორიაში ყველაზე მაღალი მოგების მარჟით კარ-ფანჯრის კატეგორია ხასიათდებოდა (საშუალო მოგების მარჟა 46%), მეორე ადგილზე ხელსაწყოები (საშუალო მოგების მარჟა 35%), ხოლო მესამე ადგილზე - კაფელ-მეტლახი (საშუალო მოგების მარჟა 34%).
კვლევის შედეგების მიხედვით: