ოქროს ფასი ხუთწლიან მინიმუმამდე დაეცა

მსოფლიო ბაზარზე ოქროზე ფასი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დაეცა.

"ბიბისის" ცნობით, ოქროზე ფასების ვარდნა აშშ-ის მიერ მიმდინარე წლის ბოლომდე საპროცენტო განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებულ ინფორმაციას მოჰყვა. 

დღეს დილით აზიის სავაჭრო სესიაზე ოქროს ფასი 4%-ით დაეცა და უნციაზე 1,088.05 დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2010 წლის შემდეგ.

გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, დღესვე 5%-ით დაეცა პლატინის ფასიც.

ოქროზე ფასის ვარდნის გამო, ავსტრალიაში მკვეთრად გაუფასურდა ოქროსმომპოვებელი კომპანიების აქციები. ოქროს გაუფასურების გამო 13%-ით შემცირდა ოქროს მოპოვებაც.