საქართველოდან ფულადი გზავნილები შემცირდა - რომელ ქვეყანაში გადაირიცხა ყველაზე მეტი თანხა

2025 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.7 მლნ აშშ დოლარი (80.9 მლნ ლარი) გადაირიცხა, რაც 2024 წლის თებერვლის (29.3 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2% ნაკლებია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში უცხოეთში 29.29 მლნ დოლარი გაიგზავნა.

2025 წლის ოქტომბერში საქართველოდან უცხოეთში 35.685 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 12%-ით მეტია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში ქვეყნიდან უცხოეთში 31.833 მლნ აშშ დოლარი გაიგზავნა.

აღსანიშნავია, რომ როგორც შარშან, წელსაც გადარიცხვებში ყველაზე დიდი წილი თურქეთზე მოდის. ათეულშია რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, საბერძნეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი და ა.შ.

10 ქვეყანა, სადაც 2025 წლის თებერვალში ყველაზე მეტი ფული გადაირიცხა:

  • თურქეთი - 5.642 მლნ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 4.070 მლნ დოლარი
  • რუსეთი - 3.242 მლნ დოლარი
  • უკრაინა - 1.976 მლნ დოლარი
  • საბერძნეთი - 1.594 მლნ დოლარი
  • უზბეკეთი - 1.374 მლნ დოლარი
  • ყაზახეთი - 1.167 მლნ დოლარი
  • იტალია - 1.031 მლნ დოლარი
  • აშშ - 1.025 მლნ დოლარი
  • პოლონეთი - 882.3 ათასი დოლარი

რაც შეეხება საქართველოში გადმორიცხვებს, 2025 წლის თებერვალში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 252.28 მლნ აშშ დოლარი (711,1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 5,3%-ით (14.1 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2024 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში 266.38 მლნ დოლარი გადმოირიცხა.