საბერძნეთის მთავრობამ ვალის გადახდის პროცედურა დაიწყო

საბერძნეთის მთავრობამ საერთაშორისო კრედიტორებისათვის სახელმწიფო ვალის გადახდის პროცედურა დაიწყო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ თვეში ათენს 6 მილიარდ ევროზე მეტის გადახდა მოუწევს. მათგან 4.2 მილიარდ ევროს ევროპის ცენტრალურ ბანკს, 2 მილიარდს კი საერთაშორისო სავალუტო ფონდს გადაურიცხავს. საბერძნეთის მთავრობა არ აკონკრეტებს, როდის გადაურიცხავს იგი კრედიტორებს თანხას.

ათენმა ევროზონის ლიდერებთან მორიგ შეთანხმებას გასულ კვირას მიაღწია, რომლის მიხედვითაც კრედიტორები საბერძნეთს 86 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას გაუწევენ, სანაცვლოდ კი ათენმა რიგი ეკონომიკური რეფორმები უნდა განახორციელოს.