არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობა გამოავლინეს

საბაჟო გამშვები პუნქტის "წითელი ხიდის" მებაჟე ოფიცრებმა 5269,46 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობა გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქე ა.კ.-ის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, მათ აღმოაჩინეს არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, კერძოდ: ოქროს ბეჭედი - 7 ცალი, ოქროს სამაჯური - 6 ცალი, ოქროს კულონი - 4 ცალი და სხვა.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 5269,46 ლარის ოდენობით.