"ევროკავშირში უვიზო რეჟიმისთვის დამატებითი რეფორმებია საჭირო"

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო რეჟიმისთვის საქართველოს დამატებითი რეფორმების გატარება სჭირდება.

როგორც დონალდ ტუსკმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დროს განაცხადა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დიდი სურვილი გააჩნია.

"თუმცა ჩემი სურვილი არ არის გარანტია იმ დროს, როდესაც საკითხი დგება ვიზალიბერალიზაციის თემაზე. საქართველო კარგ პოზიციაზე დგას. როდესაც თავისუფალი მობილურობის თვალსაზრისით არის საუბარი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და მე ძალზე ამბიციურად ვუდგებით ამ თემას. საქართველო ამჟამად ახორციელებს რეფორმებს, რომელსაც მივესალმებით, თუმცა უვიზო რეჟიმისთვის დამატებითი რეფორმებია საჭირო. საქართველომ უნდა გააგრძელოს აქტიური მუშაობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, მიგრაციის, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის, ტრეფიკინგის თვალსაზრისით. ეს გახლავთ ჩვენი ოფიციალური პოზიცია და დარწმუნებული ვარ, საქართველო მზად გახლავთ და ამბიციური დღის წესრიგის თვალსაზრისით ვფიქრობ, რომ როდესაც საქმე მივა ამ ეტაპამდე, თქვენი მზაობა იქნება მაღალი იმისთვის, რომ დავაჩქაროთ მოვლენათა მიმდინარეობა", - განცხადა დონალდ ტუსკმა.