შაქრის ფასი ექვსწლიან მინიმუმამდე დაეცა

ბრაზილიაში შაქრის გაზრდილი მოსავლისა და წარმოების ფონზე, ნიუ იორკში შაქარზე ფასები ექვსწლიან მინიმუმამდე დაეცა.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ნიუ იორკის ICE Futures-ის ბირჟაზე შაქრის ფასი 3,8%-ით შემცირდა და ფუნტზე 11,51 ცენტი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2009 წლის 14 იანვრის შემდეგ.

ბოლო 12 თვის განმავლობაში, 17 ივლისის ჩათვლით შაქარზე ფასები ჯამურად 29%-ით შემცირდა.

„უახლოესი 10 დღის განმავლობაში ბრაზილიაში წვიმები არ არის მოსალოდნელი. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, შაქრის მოსავლის აღება დიდი რაოდენობით გაგრძელდება“, - განაცხადა High Ridge Futures ანალიტიკოსმა ბოიდ კრუელმა.

გუშინდელ ბირჟაზე დაეცა არაბიკას ყავის ფასიც, რომელიც 0,4%-ით გაიაფდა და ფუნტზე 1,279 დოლარი შეადგინა.