ნავთობზე ფასი დაეცა

დღეს დილით მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი კვლავ დაეცა.

ლონდონის ICE Futures-ის ბირჟაზე “ბრენტის“ მარკის ნავთობი 0,12 დოლარით გაიაფდა და ბარელზე 56,53 დოლარი შეადგინა. 0,40%-ით დაეცა WTI-ის ნავთობზე ფასი და ბარელზე 49,95 დოლარი შეადგინა.

ამის პარალელურად, ნავთობსექტორის ცნობილი ანალიტიკოსი ჰარი როსი უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ნავთობზე ფასის 100 დოლარამდე გაზრდას პროგნოზირებს.

როგორც მან „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში აღნიშნა, ნავთობის ბაზარი არ არის ისეთი გადატვირთული, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

„ფასების მიმდინარე დინამიკა არასტაბილურია. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარამდე გაიზრდება“, - აღნიშნა ჰარი როსმა.