წამყვანმა ბრენდებმა YouTube-ში რეკლამის განთავსებაზე დანახარჯები 60%-ით გაზარდეს

მსოფლიოს ისეთმა წამყვანმა ბრენდებმა, როგორების Apple, Microsoft, Coca-Cola, IBM, Google არიან, YouTube-ში ონლაინ ვიდეორეკლამის განთავსებაზე დანახარჯები ბოლო ერთი წლის განმავლობაში 60%-ით გაზარდეს.

ამავე პერიოდში 40%-ით გაიზარდა YouTube-ში ონლაინ ვიდეორეკლამის განთავსების მსურველთა რაოდენობაც.

როგორც YouTube-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ბოლო წლის განმავლობაში ასევე მკვეთრად - 55%-ით გაიზარდა ონლაინ ვიდეორეკლამების ნახვების ყოველთვიური მაჩვენებელი.

კომპანია e-Marketer-ის მონაცემებით, გასულ წელს ონლაინ ვიდეორეკლამის ბაზარი 52%-ით გაიზარდა და 5,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანია ინტერნეტრეკლამის ამ სეგმენტის გაზრდას მიმდინარე წელს 34%-ით - 6,8 მილიარდ დოლარამდე პროგნოზირებს. YouTube-ის წილი ონლაინ ვიდეორეკლამის ბაზარზე 19,3%-ს შეადგენს. ექსპერტთა პროგნოზით, ამ მაჩვენებელმა წელს 20% უნდა შეადგინოს.