საქართველოში პომიდვრის იმპორტი 7%-ით შემცირდა.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 4 135 ტონა პომიდორი (ჯამში 2.95 მლნ დოლარის), ხოლო 2024 წლის იმავე პერიოდში 4 453 ტონა (1.85 მლნ დოლარის ღირებულების).
გასულ წელს 1 კგ-ის იმპორტი გადასახადების გარეშე საქართველოს 42 ცენტი უჯდებოდა, წელს იმავე პერიოდში კი 71 ცენტი. მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს პომიდვრის შესყიდვა წელს 69%-ით გაუძვირდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებული პომიდვრის უდიდესი ნაწილი - 93% თურქეთიდან შემოვიდა.