"ურალის ავიახაზებმა" სანკტ-პეტერბურგიდან თბილისში პირველი ფრენა შეასრულა

რუსული ავიაკომპანიის ინფორმაციით, "ურალის ავიახაზების" პირველი რეისით საქართველოში რუსეთიდან 65 მგზავრი ჩამოფრინდა.

სანკტ-პეტერბურგიდან თბილისში პირდაპირი რეგულარული რეისი ორშაბათობით შესრულდება, უკან კი სამშაბათობით გაფრინდება.

როგორც რუსული ავიაკომპანიის გვერდზეა მითითებული, ზრდასრული ადამიანისთვის ერთი გზის ღირებულება 145 დოლარიდან იწყება.

აღსანიშნავია, რომ "ურალის ავიახაზებმა" პირველი რეისი 10 ივლისს მოსკოვი-ბათუმის მიმართულებითაც შეასრულა.

ბელა ნოზაძე