კვირკველიას ტრანსფერში "რუბინი" 3,5 მილიონ ევროს ითხოვს

ქართველი ფეხბურთელი სოლომონ კვირკველია, რომელიც ყაზანის „რუბინში“ თამაშობს, თურქული „ტრაბზონსფორის“ ინტერესების არეალში მოხვდა.

როგორც თურქული გამოცემა haberturk.com წერს, 23 წლის ფეხბურთელის გადაცემის სანაცვლოდ ყაზანელებმა თავდაპირველად 3,5 მილიონი ევრო მოითხოვეს, თუმცა თურქულმა მხარემ, თავის მხრივ, კომპენსაციის შემცირება მოინდომა.

თურქული გამოცემის ცნობით, კვირკველიას შეძენა ძალიან სურს შოთა არველაძეს, რომელიც „ტრაბზონსფორის“ მთავარი მწვრთნელია.

სოლომონ კვირკველიამ კარიერა „ზენიტის“ ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, ხოლო 2011-2012 წლების სეზონზე „რუბინის“ მოთამაშე გახდა. ქართველ ფეხბურთელს ყაზანურ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

ბელა ნოზაძე