"სანქციები სწორად არის მიმართული და ძირეულ საკითხებს ეხება" - ზურაბიშვილმა ბრიტანელებს მიმართა

“როგორც პრეზიდენტი, პირდაპირ არასდროს ვლაპარაკობ სანქციებზე, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანამ ამა თუ იმ პირის წინააღმდეგ უნდა შემოიღოს. არა მგონია, რომ ეს ჩემი როლია. პოლიტიკას რაც შეეხება, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ სანქციები სწორად არის მიმართული და ძალიან ცენტრალურ, ძირეულ საკითხებს ეხება", - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში სანქციებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

"ინფორმაციის თავისუფლებას, მოსამართლეებს, რომლებიც უსაფუძვლო განაჩენებს იღებენ, პოლიციელებს, რომლებიც ცრუ მოწმეები არიან და არარსებული რაღაცების მტკიცებულებებს იძლევიან - ეს უნდა იყოს სანქციების რისკის ქვეშ მყოფი კატეგორია.

კიდევ ერთი რამ, რისი თქმაც შემიძლია სანქციებზე, თუ ამის გაგონება გსურთ ჩემგან, არის ის, რომ აქამდე სანქციები სწორად არ გამოიყენებოდა. ვინაიდან, სანქციები, რომლებიც უბრალოდ სადამსჯელოა - კი, რაღაც დონეზე პროტესტის ხალხს აკმაყოფილებენ, ისინი ამბობენ: “კარგი, ჩვენი ხმა გაიგეს”, მაგრამ ის საბოლოო მიზანს არ ემსახურება. რაც უნდა გაკეთდეს არის ის, რომ სანქციები მათრახისა და თაფლაკვერის პირობითობასთან უნდა დაკავშირდეს.

ერთი თხოვნა და კრიტიკა თუ მექნება ყველა ჩვენი მეგობრისადმი, რომლებიც ამ წლების განმავლობაში საქართველოს ასეთი მხარდამჭერები იყვნენ, არის ის, რომ მეტად პოლიტიკა გვჭირდება და ნაკლებად საპასუხო ზომები. საპასუხო ზომები, კარგი განცხადებები მშვენიერია, მაგრამ შეთანხმებული, თანმიმდევრული პოლიტიკა ძალიან საჭიროა”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.