რუსეთიდან დიდი ოდენობით ძვირფასი საიუველირო ნაკეთობების შემოტანისთვის ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, მოქალაქე იური ღამბაშიძე დააკავა.

ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტის, "ყაზბეგის" გავლით, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები და ძვირფასი საიუველირო ნივთები.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.