ავტომობილებსა და ავტონაწილებზე ტრამპის ტარიფები 460 მლრდ დოლარზე მეტ წლიურ იმპორტს მოიცავს

იმპორტირებულ ავტომობილებსა და ავტონაწილებზე დონალდ ტრამპის ტარიფები აშშ-ის 460 მლრდ დოლარზე მეტ წლიურ იმპორტს მოიცავს.

ამის შესახებ Reuters წერს.

ტრამპის ბრძანების განახლებული ვერსია ავტონაწილების, თითქმის, 150 კატეგორიას ეხება. მათზე ტარიფები 3 მაისიდან, ანუ ერთი თვის შემდეგ ამოქმედდება, რაც 4 აპრილს ღამით ავტომობილების იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დაწესდება. ახალი ტარიფების მოქმედების ქვეშ მყოფი ავტონაწილების სიაში ძრავები, ტრანსმისია, ლითიუმ-იონური ბატარეები და სხვა საკვანძო კომპონენტები შედის. ამ სიაშია, ასევე, ნაკლებად ძვირადღირებული ნაწილებია, როგორიც საბურავები, ამორტიზატორები, აალების სანთლების მავთულები და სამუხრუჭე შლანგებია.

სიაში საავტომობილო კომპიუტერებიც მოხვდა, რომლებიც კომპიუტერული ტექნიკის უფრო ფართო კატეგორიას მიეკუთვნება. ეს კატეგორია ლეპტოპებს, მაგიდის კომპიუტერებსა და მყარ დისკებს მოიცავს, რომელთა მთლიანი იმპორტი 2024 წელს 138,5 მლრდ დოლარს შეადგენდა. ამ კატეგორიის გამოკლებით, იმავე წელს აშშ-ის ავტომობილებისა და ავტონაწილების მთლიანმა იმპორტმა 459,6 მლრდ დოლარი შეადგინა.

ავტოკომპონენტების სია, ისევე, როგორც 3 მაისიდან ამ იმპორტზე ტარიფების მოქმედების დრო გამოქვეყნდა მანამ, ვიდრე ტრამპმა 2 აპრილს მთლიან ამერიკულ იმპორტზე 10%-იანი საბაზისო ტარიფის შესახებ გამოაცხადა.

ამასთან, იმპორტირებულ ავტომობილებზე გადასახადი არ დაემატება ახალ სარკისებურ ტარიფებს, რომლებიც 5 აპრილიდან უნდა ამოქმედდეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ