2015-ის დეკემბრის შემდეგ პირველად - დოლარი, დღის ჭრილში, ევროსთან 2.2%-ით გაუფასურდა

ევრო, აშშ დოლართან მიმართებით, დღის ჭრილში, 2.2%-ით გამყარდა - 2015 წლის დეკემბრის შემდეგ, ერთ დღეში, ყველაზე დიდი ზრდაა. ინფორმაციას Bussines Times ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ერთ აშშ დოლარს 1.1021 ევროდ იყიდდი, რაც ბოლო 6 თვეში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ხოლო, დღის ჭრილში ზრდით, როგორც აღინიშნა, 9-წლიანი რეკორდი მოიხსნა.

ასევე, დოლარი 1.8%-ით დაეცა იაპონურ იენთან მიმართებითაც, ხოლო 2.25%-ით - შვეიცარიულ ფრანკთან.

როგორც დასავლური მედია წერს, ამერიკული ვალუტის ასეთი ვარდნის მიზეზი დონალდ ტრამპის მიერ პარტნიორ სავაჭრო ქვეყნებზე დაწესებული ტარიფებია.

ამასთან, "დოიჩე ბანკი” დღეს დილიდანვე პროგნოზირებდა, რომ დოლარის მიმართ ნდობის კრიზისი გაჩნდებოდა. ეს კი, ბანკის ვარაუდით, შესაძლოა, ვალუტის ფუნდამენტურობიდან მის მოუწესრიგებლობაში გადაიზარდოს.

ირაკლი ფოფხაძე