სემეკი თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენის საკითხზე დღეს იმსჯელებს

სემეკი თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენის საკითხს დღეს განიხილავს.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, შპს "ჯიფაუერის", შპს "მტკვარი ენერგეტიკას", შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის" ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია საჯარო სხდომაზე იმსჯელებს.

"მიმდინარე წლის 29 ივნისს, კომისიის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტმა კომპანიებისგან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია, რომლის მიწოდებაც კომისიის მიერ განსაზღვრულ დროში არ მომხდარა. შპს "ჯიფაუერმა" დოკუმენტაცია 14 ივლისს წარმოადგინა. იქიდან გამომდინარე, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საჭიროებს შესწავლასა და ანალიზს, კომისია თბოელექტროსადგურებისათვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენის საკითხებს 22 ივლისის საჯარო სხდომაზე განიხილავს", - ნათქვამია განცხადებაში.