რა გაიაფდა მარტში - ტოპ-10 პროდუქტი

მარტში წლიური ინფლაციის დონემ 3.5% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით, 1.1%-ით განისაზღვრა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის მონაცემებით, მარტში წლიურად 2.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.4%-ი იყო.

პროდუქტებს შორის მარტში, წლიურად ყველაზე მეტად გაძვირდა კომბოსტო, კივი და ბადრიჯანი. ხოლო, გაიაფებულია ინტერნეტის გადასახდელი, ვაშლი და ატამი.

უფრო კონკრეტულად, საქსტატზე დაყრდნობით, გთავაზობთ მარტში გაიაფებული 10 პროდუქტის ჩამონათვალს:

ინტერნეტის გადასახდელი - 40%

ვაშლი - 18.7%

ატამი - 14%

შპალერი - 12.6%

ყურძენი - 12.5%

სიმინდის ფქვილი - 11.6%

ავტომობილის საბურავი - 11%

კომპიუტერი - 10.5%

სარეცხი მანქანა - 10.4%

საზამთრო - 9.3%

ნინი ქეთელაური