„კოლორპაკი“ ყველაზე დიდი პოლიგრაფიული საწარმოა რეგიონში, სადაც კომპანიებს ერთ სივრცეში შეუძლიათ სრული პოლიგრაფიული მომსახურების მიღება. 30 წელია, „კოლორპაკი“ ნერგავს შეფუთვების უმაღლეს სტანდარტებს, შემოაქვს თანამედროვე ტექნოლოგიები და ზრდის პროდუქტებისა და სერვისების რაოდენობას, რაც ადგილობრივ ბიზნესებს საშუალებას აძლევს, ადგილობრივ ბაზარზე შეუკვეთონ შესაფუთი მასალები და დაზოგონ იმპორტის ხარჯები.
„კოლორპაკი“ უკვე ფლობს ISO 22 000 FSS სერტიფიკატსაც, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, გავიდეს საერთაშორისო ბაზარზე და დააკმაყოფილოს უმაღლესი სტანდარტები. საერთაშორისო მასშტაბით ცნობადობის გასაზრდელად „კოლორპაკმა“ მონაწილეობა მიიღო დიუსელდორფში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე - „პროვაინ 2025“.
გამოფენა უკვე 30 წელია იმართება და გლობალურ ბაზარს ფარავს. ყოველწლიურად დიუსელდორფში თავს იყრიან მსოფლიოს წამყვანი ღვინისა და ალკოჰოლის, აქსესუარებისა თუ შესაფუთი მასალების კომპანიები სხვადასხვა ქვეყნიდან და ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, წარადგენენ სიახლეებს და ამყარებენ პარტნიორულ კავშირებს. საქართველოდან გამოფენაზე მონაწილეობას იღებდა 30-მდე კომპანია, მათ შორის წელს ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო „კოლორპაკი“, რომელიც პოლიგრაფიის მიმართულებით რეგიონის ლიდერია.
რა შედეგებით დაბრუნდა დიუსელდორფში გამართული გამოფენიდან და რა სამომავლო გეგმები აქვს კომპანიას, ამის შესახებ „კოლორპაკის“ კომერციულმა დირექტორმა მარიამ მუხიგულმა „დილის პალიტრაში“ ისაუბრა:
დიუსელდორფში გამართულ გამოფენაზე მონაწილეობა მნიშვნელოვანია უცხოური კომპანიებისთვის ჩვენი საქმიანობის გაცნობისა და ახალი კავშირების შეძენისთვის.
ჩვენს სტენდზე წარმოდგენილი იყო საწარმოში სხვადასხვა დროს დამზადებული გამორჩეული ნამუშევრები: ეტიკეტები, მყარი პრემიუმ ხარისხის ყუთები, ჩაჩები, გოფრირებული ყუთები და რბილი შეფუთვა, რამაც ჩვენდა სასიხარულოდ დადებითი შეფასებები დაიმსახურა. ასეთი უკუკავშირი პროფესიონალებისგან დიდი მოტივაციაა ჩვენთვის.
ჩვენი პროდუქციითა და პარტნიორობით უკვე დაინტერესდნენ კომპანიები საბერძნეთიდან, გერმანიიდან, პორტუგალიიდან, საფრანგეთიდან და იტალიიდან. ვაგრძელებთ მუშაობას, რომ გამოთქმული ინტერესი თანამშრომლობად გარდაიქმნას. კომპანიებმა ინტერესი გამოხატეს ძირითადად ღვინის ეტიკეტის, სასაჩუქრე ჩანთებისა და კრაფტის შესაფუთი მასალების მიმართ.
პროდუქციის ექსპორტზე გასატანად კომპანიამ მუშაობა მართლაც წლების წინ დაიწყო. გვქონდა გარკვეული გამოცდილებაც, მაგალითად აშშ-ში ექსპორტის მიმართულებით. დღეს უკვე კომპანიას აქვს ISO 22 000 FSS სერტიფიკატი, რაც უფრო დიდ მასშტაბზე გასვლის საშუალებას გვაძლევს.
აღნიშნული სერტიფიკატის მიღება ნიშნავს, რომ „კოლორპაკს“ აქვს ხარისხის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტი, რაც ჩვენს სანდოობას უზრუნველყოფს.
ამ ეტაპზე ჩვენთვის პრიორიტეტულია მეზობელ ქვეყნებში ექსპორტის ზრდა, თუმცა, რა თქმა უნდა, სხვა ბაზრებითაც ვართ დაინტერესებულები.
ახალი ტენდენციების თანახმად, მოთხოვნა უფრო მინიმალისტურ დიზაინზეა, მაშინ როცა გასულ წელს გამოფენებზე უფრო გადატვირთული დიზაინი ჭარბობდა.
მაგალითად, 2018 წელს, „პროვაინის“ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უფრო მეტი დეტალით გაფორმებული შეფუთვები და ეტიკეტები, მეტი ფერი, დღეს კი კომპანიები არჩევანს უფრო კლასიკურ დიზაინზე აკეთებენ.
დიახ, გაზაფხული ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სეზონია სააღდგომო დღესასწაულის გამო. ამ პერიოდში იზრდება შეკვეთა პასკის რბილ შეფუთვებსა და ყუთებზე.
ჩვენთვის საამაყოა, რომ ქართული ბაზარი თითქმის სრულად გვაქვს მოცული და ჩვენი პორტფელი ყოველწლიურად იზრდება. წელსაც კიდევ უფრო გაიზარდა წინასააღდგომო შეკვეთების რაოდენობა და განსაკუთრებულ რეჟიმში ვმუშაობთ.
R